“ტვ პირველთან” “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ განაცხადა:
“ამ ორგანიზებული ტერორის უკან, რუსული ხელისუფლება დგას. ქაცარავა სასიკვდილოდ გაიმეტეს და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ადამიანი მშვიდობიანად იდგა და კონსტიტუციის ფარგლებში იცავდა საქართველოს მისი გასაბჭოებისგან. ეს ადამიანი დააკავა პოლიციის ფორმაში გადაცმულმა ხალხმა და უსასტიკესად გაუსწორდა.
ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული. სწორედ ეს არის საქართველოს მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ტერორი. უნდათ, შიში დათესონ, თუმცა ათი ათასობით უფრო მეტ ადამიანს იღებენ ქუჩაში.
ფრაზა – “მიმდინარეობს გამოძიება, საქმე არ შველის”. ყველანარი მტკიცებულება გაქვთ, საღსალამათი კაცი დაიჭირეს და სასიკვდილოდ ნაცემი გამოუშვეს. ამ ორგანიზებულ დანაშაულს ჰყავს დამკვეთიც და შემსრულებელი. მაღალჩინოსების დაკვეთის გარეშე ამის ჩადენა შეუძლებელია”
კომენტარები