პოლონეთი 19 აპრილიდან კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქებას დაიწყებს. ამის შესახებ განცხადება პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ლუკაშ შუმოვსკიმ გააკეთა. პირველ ეტაპზე მაღაზიების ნაწილი ამუშავდება.
როგორც მთავრობის წევრები აცხადებენ, საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ ან ზეგ მიიღებენ, მას შემდეგ რაც მთავრობა ბოლო მონაცემებს შეისწავლის.
ამასთან ერთად, პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 16 აპრილიდან პოლონეთში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება, რის შემდეგაც სუპერმარკეტებში მომხმარებელთა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებაც იგეგმება.
მთავრობა ასევე მოხსნის აკრძალვას, რომლის მიხედვითაც ეროვნულ პარკებში სეირნობა აკრძალული იყო.
კომენტარები