პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებს:
“მე განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა, გავუზიაროთ საქართველოს ვაქცინები. ჩვენ ვიცით როგორც გამოიყურება სიტუაცია, ვაქცინების მიწოდება არ არის ერთგვაროვანი. ჩვენ ვიწყებთ უკვე დაგეგმილი მიწოდებების მიღებას და შევძლებთ ქართულ მხარეს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ.
პრეზიდენტს შევპირდი, რომ ვარშავაში დაბრუნებისთანავე, ამ თემაზე ვისაუბრებ როგორც პოლონეთის ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელთან, ასევე პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრსა და ქვეყნის პრემიერმინისტრთან. იმედი მაქვს, ამ კუთხითაც შევძლებთ ვაჩვენოთ ქართველებს ჩვენი მეგობრობა და ერთმანეთის მხარდაჭერა”
კომენტარები