პოლონეთის მთავრობამ მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე აბორტებზე შეზღუდვების ამოქმედება დროებით გადადო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
„ურიგო არ იქნებოდა, დიალოგზე ცოტაოდენი დრო გამოვყოთ და ამ სიტუაციაში ახალი პოზიციები მოვიძიოთ, რადგან ვითარება რთულია და მას ემოციურად აღიქვამენ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ხელმძღვანელმა.
22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიის გამო აბორტების ჩატარება არაკონსტიტუციურად ცნო. ამ მიზეზით ბოლო წლებში ქვეყანაში აბორტების 98% ტარდებოდა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მათში მონაწილეობას ასობით ათასი ადამიანი იღებდა. დემონსტრანტები არა მარტო ამ გადაწყვეტილების გაუქმებას, არამედ ქვეყნის კონსერვატიული პოლიტიკური კურსის შეცვლას ითხოვდნენ.
კომენტარები