რუსეთის საელჩოს 9 მაისის აღნიშვნა ვარშავაში “უკვდავი პოლკის მსვლელობით” სურდა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარება სთხოვა.
მსვლელობის წინააღმდეგი იყო ვარშავის მერმა რაფალ ტშაშკოვსკი, რომელიც ითხოვდა, არათი არ დახმარებოდნენ ღონისძიების მოწყობაში, არამედ, საერთოდ აეკრძალათ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ უკვე გასცეს უარყოფითი დასკვნა მსვლელობის ჩატარებაზე და ამის შესახებ აუწყეს რუსეთის საელჩოს.
პოლონეთში რუსეთის საელჩომ “ღრმა მწუხარებით” განაცხადა, რომ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ საბჭოთა ჯარისკაცების სასაფლაოზე “გვირგვინების მიტანის მსვლელობა არ ურჩია”. საელჩოს თქმით, მათ უთხრეს, რომ ღონისძიება ეწინააღმდეგება პოლონეთის კანონებს.
“ასახელებენ საჯარო წაქეზებას, აგრესიულ ომს, ფაშისტურ ან სხვა ტოტალიტარული რეჟიმის პროპაგანდას და ეს ეხება ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავის აღნიშვნას, რომლის წყალობითაც დღეს პოლონური სახელმწიფო არსებობს. არ გვაქვს იმედი, რომ პოლონეთის ხელისუფლება უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს. ამიტომ, მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ გადაწყვიტა, უარი თქვას გვირგვინების და ყვავილების ცერემონიალსა და უკვდავი პოლკის ტრადიციულ მსვლელობაზე” – აცხადებს რუსეთის საელჩო
კომენტარები