პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას ავტოკოლონას პეტარდა ესროლეს – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
დუდას ავტოკოლონამ კოლას რაიონის სოფელ კეშეტაში გაიარა, სადაც მამაკაცმა მანქანას პეტარდა ესროლა. თავდამსხმელი დააკავებულია.
მედია წერს, რომ, მამაკაცის თქმით, პეტარდით მას ჩიტების შეშინება სურდა.
კომენტარები