26-28 აპრილს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა – ინფორმაციას ამის შესახებ კი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, მინისტრი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.
მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება პროგრესი და გამოწვევები საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა.
კომენტარები