ფოტო და ვიდეო – infoimereti
ინფოიმერეთის ინფორმაციით, პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ მალგოჟეტა გოშევსკა, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისში იმყოფებოდა, დანაგვიანებული ადგილი დაასუფთავეს – კერძოდ, დელაგაციის წევრებმა ქუთაისში საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია მოინახულეს და ადგილზე სანთლები დაანთეს. ადგილი სტუმრებს დანაგვიანებული დახვდათ და თავად დაასუფთავეს.
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე ასევე მესხიშვილის სახელობის თეატრში ფილმის „Łagier 0331” (ბანაკი 0331) ჩვენებას დაესწრო. იმყოფებოდა პოლონურ-ქართული მეგობრობის სკვერში, სადაც პრეზიდენტ ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი მოინახულა, რომელიც ქუთაისში დაიბადა.
“დღევანდელი ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვიყავით ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ადგილას, სადც პოლონელი გმირები იყვნენ თავის დროზე გამოკეტილები. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ოდესმე ეს სიმართლე გამოვიდა სააშკარაოზე”, – განაცხადა გოშევსკამ.
კომენტარები