პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ტერორისტულად აღიარებს. მედიის ცნობით, დოკუმენტს მხარი ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ “2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინასთან სასტიკი ომი წამოიწყეს”, რომლის მიზანიც “სუვერენული ქვეყნის რუკიდან წაშლა და უკრაინელი ერის განადგურებაა”.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარი დაუჭიროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკრაინაში მომხდარ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში.
კომენტარები