პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც – უცხოური მედია
138 პოლონეთში, პრჟევოდოვში, ჰრუბიესოვის რაიონში, 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რამაც 2 ადამიანი იმსხვერპლა – ინფორმაციას პოლონური მედია Twitter-ზე ავრცელებს. ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილი, უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ მარცვლეულის საშრობში აფეთქება მოხდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მორავიეცკიმ და პრეზიდენტმა დუდამ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს კრიზისული სხდომა მოიწვიეს.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე