პოლონური მედია ავრცელებს ინფორმაციას და ვიდეომტკიცებულებას იმაზე, რომ პოლონეთში, კრაკოვის პოლიციამ დააკავა ქართველები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მანქანის კატალიზატორებს იპარავდნენ.
მათივე ცნობით, დაკავებულია 4 პირი. ქართველებმა მინიმუმ 30 ავტომობილი და 130 კატალიზატორი მოიპარეს.
პოლონეთის პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თითოეულ მათგანს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
კომენტარები