Report.ge-ს ცნობით, ელბლონგის ეპარქიის ეპისკოპოსმა იაცეკ ეზერსკიმ პოლონელ მღვდლებს საშობაო წირვა-ლოცვამდე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გავლა ურჩია.
მედიის ცნობით, საშობაო დღესასწაულებზე მორწმუნეებს უფლება ექნებათ დარწმუნდნენ, რომ მათთან მისული მღვდელი კორონავირუსზე აცრილია, ამიტომ სასულიერო პირებს ვაქცინაციის პასპორტები თან უნდა ჰქონდეთ.
ამასთან, ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ თუ მრევლს მოეჩვენება, რომ ის უსაფრთხოდ არ არის და კორონავირუსით დაინფიცირების რისკი არსებობს, მას შეუძლია, სასულიერო პირების მონახულებაზე უარი თქვას.
“ეს არ უნდა ჩაითვალოს მრევლსა და მღვდლებს შორის კავშირის გაწყვეტად”, – განაცხადე ეპისკოპოსმა.
ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ სასულიერო პირმა მრევლთან სოციალური დისტანცია უნდა დაიცვას, პირბადე ატაროს და ხელის დეზინფექცია ჩაიტაროს. ამასთან, უშუალო კონტაქტი 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.
კომენტარები