პოლონეთში დაკარგულ პაატა ჩიქობავას ოჯახი უკვე მე-15 დღეა უშედეგოდ ეძებს. ჩიქობავა ბოლო სამი წელია მცირეწლოვან შვილთან და ცოლთან ერთად პოლონეთში ცხოვრობს.
ჩიქობავა სახლიდან 18 აპრილს გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. დაკარგულის ოჯახი ხელისუფლებასა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს დახმარების თხოვნით მიმართავენ – ითხოვენ, ორი კვირის წინ პაატა ჩიქობავას გადადგილების ვიდეომასალები ამოიღონ და სამძებრო სამუშაოები დაიწყონ.
კომენტარები