„იმედის“ ჟურნალისტი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში იმყოფებოდა. სავარაუდო ძალადობის შესახებ თავად ბენეფიციარები ალაპარაკდნენ. მედია ჰყვება, რომ ექსკლუზიურად შევიდა პანსიონში და ესაუბრეს ბენეფიციარებს, მოზარდები ამბობენ, რომ ძალადობის ბოლო ფაქტი დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინაც:
“მუხლებზე დაგვაჩოქეს, დრო არ ვიცით, საჭმლიდან საჭმელამდე. სადილიდან ვახშმამდე, ან მუხლებზე დაჩოქილი, ან ფეხზე დამჯდარი, ცალე ფეხი აწეული და ხელში დიდი სკამი მეჭირა.
ჩემი ჯგუფელები ყვეალა დააყენეს მუხლებზე და მასწავლებლებმა გვითხრეს, თუ გადაგვძვრება საბანი, დაგვაფარეთო. არ გვიძინია, თუ დაგვეძინობოდა “პოლზევე”, დაგვარტყამდნენ ეგრევე. ტელევიზორთან რომ ვისხედით, შემოგვაწყობდნენ ფეხებს და გვაკეთებინებდნენ მასაჟს.
იქეთა კორპუსში ლოგინის თავზე დამარტყმევინეს თვალი…
ზედამხედველს რომ ეტყოდი, კი ეტყოდა საყვედურს, მარა მერე უარესს აკეთებდნენ. ერთხელ კარგად მქონდა დალურჯებული და პუდრი წამისვეს, რომ არ დამტყობოდა.”
როგორც “იმედი” ამტკიცებს, ბენეფიციარებმა მათთან საუბარში თქვეს, რომ მეუფე სპირიდონთან ამ ამბის მოყოლა ვერ მოახერხეს და მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული.
ნიშნავს, თუ არა, ეს განცხადებები იმას, რომ ჯოხი მხოლოდ აღმზრდელებზე გადატყდება – წესით, მალე გამოჩნდება. ფაქტია, განვითარებული მოვლენების ფონზე, ხელისუფლებმა იძულებული გახდება, რამე მოიმოქმედოს. აი, რა იქნება, ეს “რამე”, იქნება სრული გამოძიება, თუ მხოლოდ ნაწილობრივი, ამის რა გითხრათ.
კომენტარები