„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, რომელიც აშშ-ს საელჩოში გამართული შეხვედრიდან ყველაზე ადრე გამოვიდა, ჟურნალისტებთან მაიკ პომპეოს ვიზიტზე საუბრობს:
„პომპეოს დაშანტაჟება ძალიან ძნელია და შეიძლება, ითქვას, შეუძლებელი. ბატონ პომპეოს, როდესაც იყო კანზასის კონგრესმენი ვაშინგტონში, ხშირად ვხვდებოდი, ჩვენ ვმეგობრობთ. არ არის ის პიროვნება, რომელზეც შეიძლება, რამემ ან ვინმემ იმოქმედოს. თუ საჭიროდ ჩათვლის, შეხვდება ოპოზიციას, თუ არ ჩათვლის საჭიროდ, არ შეხვდება, მაგრამ ინფორმაციას მიიღებს სრულად“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
კომენტარები