მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქარველოში, იან კელი ტვიტერით ეხმაურება და სოციალურ ქსელში, “Twitter”-ზე, აქვეყნებს განცხადებას. მისი თქმით, შეცდომაა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციას არ ხვდება.
“პომპეო საქართველოშია – ქვეყანაში, სადაც არჩევნების შედეგები სადავოა. ის მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება. ეს შეცდომაა”,- წერს იან კელი.
შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო თბილისში დღეს საღამოს, თურქეთიდან ჩამოდის. ოფიციალურ შეხვედრებს ის ხვალ დაიწყებს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პატრიარქს და არასამთავრობოებს შეხვდება.

კომენტარები