შემთხვევა ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე კორნუოლის საგრაფოს ქალაქ კოვერაკში მოხდა.
41 წლის კოვერაკელი მეხანძრე ადამ მარტინი და მისი 38 წლის მეუღლე ელენე ფილმს უყურებდნენ და პოპკორნსშეექცეოდნენ. კბილებს შორის გაჭედილმაპოპკორნის მარცვალმა ადამს დისკომფორტი შეუქმნა.
ადამის თქმით, მან პოპკორნის მარცვლის მოსაცილებლად ბურთულიანი კალამი, მავთული და ლურსმანიც კი გამოიყენა, მაგრამ უშედეგოდ.
რამდენიმე დღის მანძილზე არასათანადო საშუალებებით კბილების ჩიჩქნით ადამმა ღრძილი დაიზიანა, რამაც კბილის ტკივილი გამოიწვია. ამის მიუხედავად ადამს ექიმისთვის არ მიუკითხავს და შედეგად, ერთი კვირის თავზე, გამოვლინდა ინფექციის პირველი სიმპტომები: ღამით ოფლიანობა, დაღლილობა, თავის ტკივილი და გულის შუილი.
სისხლში შეღწეულმა ბაქტერიულმა ინფექციამ ადამს გულის გულის სარქველი დაუზიანა. გულმკერდის სკანირებით გაირკვა, რომ ინფექციურ ენდოკარტიტის წამლებით მკურნალობა გულის სარქველის სერიოზული დაზიანების მდგომარეობას ვერ გამოასწორებდა და საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა.
პრაიმთაიმი
კომენტარები