რუსმა პორნოვარსკვლავმა, ელენა მიხაილოვამ მართლმადიდებლობაში შეტანილი წვლილისთვის პუტინისგან ჯილდო მიიღო. ცნობილი რუსმა პორნოვარსკვლავი, რომელიც სოციალურ ქსელებსა და პორნოსაიტებზე ცნობილია, როგორც ნიფფა ვიოლას ფსევდონიმის სახელით, მადლობის წერილი მიიღო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციიდან.
მსახიობმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პუტინისგან მიღებული მადლობის სიგელის ფოტო. ელენა მიხაილოვა ცნობილია პორნო საიტებზე “MILF” და “MATURE”-ს კატეგორიებში, მიუხედავად ამისა იგი დაქორწინებულია და ჰყავს ზრდასრული ვაჟები.
პორნომსახიობი თავს თვლის ძალზე რელიგიურ პიროვნებად, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლია. იგი აგრეთვე ცნობილია როგორც საიუველირო ხელსაქმის მცოდნე- სწორედ ქრისტიანული თემატიკის საიუველირო ნივთების დამზადებისთვის გადაეცა მას ჯილდო მართლმადიდებულობაში შეტანილი წვლილისთვის.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიღებულ ჯილდოში მას ქრისტიანულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის უხდიან მადლობას.
ნიუპოსტი
კომენტარები