დეპუტატი, ანა წითლიძე:
“დღეს პოსტ. ტვ და იმედი დაინტერესდა ჩემი ურთიერთობით ჩემს მეგობართან რომელიც შემდეგ დააკავშირა კონკრეტულ გვარს და პარტიაში მიმდინარე შიდა არჩევნებს.
აინტერესებდათ ეს გავლენას მოახდენს თუ არა ჩემს პოზიციაზე ვის მივცემ ხმას.
ვუთხარი და ვიმეორებ: მე მეგობრობა ამ პარტიაში მაკავშირებს ძალიან ბევრ ადამიანთან მაგრამ ჩემზე გავლენის მოხდენა არის შეუძლებელი ამბავი.
ვინც მიცნობს დამიდასტურებს.
ქვეყნისთვის გადამწყვეტ არჩევნებში ჩემი ნათესავებისთვის არ მითხოვია სამეგრელოში ხმის მიცემა – რადგან ვთვლიდი და ვთვლი რომ ვინმეს ხათრით კი არა, საკუთარი რწმენით უნდა მისცე ხმა.
იგივეს ვფიქრობ შიდა არჩევნებზეც.
მითუმეტეს მე არ შევბოჭავ ჩემი საჯარო პოზიციით ჩემი პარტიის არც ერთ წევრს ზუგდიდში და სამეგრელოში, რომელსაც შეიძლება ჩემგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს, რადგან როგორც ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარეს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაკავშირებს თითოეულ მათგანთან.
კითხვები მექნება ყველა კანდიდატთან, იგივეს გირჩევთ თქვენც: დასვით კითხვები, მიიღეთ პასუხები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება ვინ იქნება ის კანდიდატი ვისაც მხარს დაუჭერთ.
თითოეული თქვენი ხმა ასევე არის პასუხისმგებლობა როგორი უნდა იყოს ეს პარტია ხვალ.
კანდიდატებს ვუსურვებ წარმატებას და
ვურჩევ ახსოვდეთ:
მთავარი არის ჩვენი მრავალათასიანი ამომრჩეველი.
ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე როგორც შეეფერება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.”
კომენტარები