მიხეილ სააკაშვილის ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი, “ტვ პირველთან”, კითხვას, ხომ არ არის გარკვეული სტრატეგია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იმის თქმა, რომ აღარ აინტერესებს პოლიტიკა და ამბობს:
“ჩემი დაკვირვებით, მართლა არ აინტერესებს და ეს ლოგიკურიც არის, მე არ მიკვირს. თუ წლები გავიდა და მე მაქვს წლებზე საუბარი და არა თვეებზე, და მაინც რატომღაც გადაწყვიტა, რომ არა, მაინც უნდა ჩაერიოს, ეს იქნება სიგიჟე, მერე თუ გინდათ თქვენ გადაცემაშიც ვიტყვი ამას, რომ ეს არის სიგიჟე და თუ დასჭირდება, პოსტ ტვ-შიც დავჯდება და ვიტყვი, რომ ეს არის სიგიჟე, მაგრამ არა მგონია, ეს მოხდეს.”
ლევან ხაბეიშვილის მიერ, 3 დეკემბერს დაანონსებული აქციაზე და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრების დასმულ კითხვაზე, რომ არ გახდის ეს საკითხს მეტად პოლიტიზირებულს, ედუარდ სააკაშვილი, ამბობს:
“მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ იგრძნოს, რომ საზოგადოების დიდ სეგმენტში არის უკმაყოფილება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგადად, ვეთანხმები იმ აზრსაც ასევე, რომ რაც ნაკლებად პოლიტიკური იქნება ეს პროტესტი, მით უკეთესი. თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ მათი მხრიდან სამართლიანი, სწორი ნაბიჯის გადადგმა იქნება დათმობა და ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება, რა თქმა უნდა, მას ეს სიტუაციას გაურთულებს, მაგრამ, ბუნებრივია ისიც, რომ ხალხს აქვს პროტესტის განცდა და სურვილი.”
კომენტარები