“მთავარი არხი”-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა “შენი შუადღის” ეთერში ისაუბრა იმაზე, რომ ოპოზიციის მიმართ კრიტიკული კითხვების არდასმამ და მათმა დანდობამ, საბოლოოდ ოპოზიცია დააზიანა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან გადაცემა “პოსტ ფაქტუმი” დატოვა არის ის, რომ ოპოზიციასთან მიმართებით ერთგვარი თვითცენზურა ჰქონდა, რის გამოც კრიტიკული კითხვები არ იყო მათთან.
გაბუნიას თქმითვე, ტელევიზია არსებობის 3 წლისთავზე ცვლილებებს გეგმავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მოუწევთ კრიტიკული კითხვების მოსმენა და ისინი თავს ვეღარ იგრძნობენ ისე კომფორტულად, როგორც აქამდე იყო
წყარო: მულტიმედია
კომენტარები