ყოფილი დეპუტატი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში პუტინისა და პოზნერის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“Больше Абхазия никогда не будет частью Грузии”.
აი ამის მთქმელი, ვლადიმირ პოზნერი, პუტინის მონა, ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე საგუალაოდ. ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში.ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია.“
შეგახსენებთ, რომ პოზნერის მეგობარმა და თანაწამყვანმა ივან ურგანტმაც, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავს, რამდენიმე წლის წინ დაბადების დღე საქართველოში გადაიხადა.
კომენტარები