თბილისი პრაიდის თანადირექტორი, მარიამ კვარაცხელია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს თბილისი პრაიდის ოფისში შეჭრის გამო 3 ბრალდებულს საქალაქო სასამართლომ 5 000-5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
“დევნა და ორგანიზებული დანაშაული ვერ დაინახა სასამართლომ (პროკურატურას ჰქონდა წაყენებული ეს მუხლებიც). მხოლოდ ბინაში უნებართვოდ შესვლა დატოვა (მუხლი 160) ორი დამამძიმებელი გარემოებით, ჯგუფურად და ძალადობის მუქარით. სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას არ გაჟღერებულა 53 პრიმა, რაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს გულისხმობს”. – წერს კვარაცხელია.
კვარაცხელია ასევე ხაზს უსვამს, რომ საქმეს მხოლოდ 3 ბრალდებული ჰყავს მაშინ, როცა შეჭრის კადრებში მინიმუმ 10 ადამიანი ჩანს.
22 დეკემბერს თბილისი პრაიდის ოფისში შეჭრისთვის დაკავებული 3 ორკი თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000-5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
კომენტარები