პოლიტიკოსი, დავით ბერძენიშვილი:
“ვაქცინა არ მუშაობს, სანქცია არ მუშაობს
ანუ
პრემიერ ღარიბაშვილის თავი არ მუშაობს
24-ში ისევ იმდენი ქუჩაში!
მაგ სრულიად უვიც მოურავს პარლამენტში ოპოზიცია უნდა ესაუბრებოდეს ძალიან მკვახედ. არგუმენტი უამრავია მისი და მისი პატრონის ქოსატყუილობის და უცოდინრობის წარმოსაჩენად.
მისი მეორე პრემიერობისდროინდელი პერიოდი არის მოსათხრელი – უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის, პანდემიის ვერ და არ მართვის, პოლარიზაციის და ა.შ. მიმართულებით. უნდა დასცინოთ და პოლიტიკურად დაემუქროთ. მაგას კი არა, შევარდნაძეს აძვრენდა ” ტრუბაში” პარლამენტში ოპოზიცია.
პანდემიის ბოლო წელს რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე მის კისერზეა. დიახ, ყველა საშუალება აქვს საპარლამენტო ოპოზიციას, შეისწავლოს ეს საკითხი – სერგო ჩიხლაძე, ზურა ჭიაბერაშვილი, ვატო სურგულაძე და ბევრი სხვა ადამიანი, სხვადასხვა პარტიაში( თუ პარტიასთან) საქმიანობს, ვინც იცის ეს საკითხები. დასავლელი თუ აქაური ჩვენი ექიმები, მეცნიერები დაგეხმარებოდნენ…როგორ შეიძლება, ამ რეგვენს შერჩეს ამდენი ადამიანის სიკვდილი… “
ვაქცინა არ მუშაობს, სანქცია არ მუშაობს’- ესაა პრემიერად მომუშავე ამ ადამიანის ანტიმეცნიერული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის ფორმულა.
2022 წ. 20 ივნისით ზურგმომაგრებული ოპოზიცია პარლამეტში უნდა საუბრობდეს უფრო წელგამართულად.
აიღეთ ხელში ინიციატივა.
სამოქალაქო აქტივისტებმა, სამოქალაქო სექტორმა, აკადემიურმა წრეებმა ასიათასი( ცოტა ნაკლები თუ ცოტა მეტი, სულ ერთია) პროტესტანტის ნდობა მოიპოვეს 20 ივნისს. პოლიტიკური ჯგუფების საქმე კი თქვენს ექსკლუზიურ ასპარეზზეა – პარლამენტის სხდომათა დარბაზში უნდა მიიღოთ ესტაფეტა, 24- ში კვლავ ქუჩაში, მუდმივად მედიაში და ასე ერთიანად მოვიპოვოთ ევროპა.
დეოლიგარქიზაცია მაგ უვიცი და გარეკილი ოლიგარქის საცეცების – სრულიად არაკომპეტენტური და უწესო მაჯლაჯუნების – პარლამენტის სხდომათა დარბაზის იატაკზე ინტელექტუალური დანარცხებაცაა.
ამის უნარი ნამდვილად გაქვთ დღევანდელ საპარლამენტო ოპოზიციას. ჰოდა, თავსაც შემოუძახეთ და იმუშავეთ შესაძლებლობის მაქსიმუმით.”
კომენტარები