საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველთან” განაცხადა:
როდის იცოდა პრემიერმა იქნება თუ არა პრემიერი, ან როდის იცოდა, რომ არ იქნება?! ჩვენ ვცხოვრობთ მმართველობის პერიოდში, როდესაც პრემიერები ისე ქრებიან, მიდიან, მოდიან, რომ თავადაც არ იციან. ამაში არაფერი არაორდინალური არ არის. ბოლო 11 წელიწადი მე არ მესმის, რას აკეთებენ ისინი.
ჩვენ მოვდიოდით დიდი იმედით, რომ არამარტო იმ პრობლემებს, რომლებიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, იმას გამოვასწორებდით, არამედ ვიქნებოდით ძალიან სოციალურად ორიენტირებული მთავრობა.
შემდეგ დაიწყო მხოლოდ შიშზე, დაპირისპირებაზე, სახელების დარქმევაზე წარმოებული პოლიტიკა. გზა არ მომწონს როგორც არის დაგებული, შენ ხარ ნაცი. საარჩევნო კამპანია წარიმართება პრორუსული, ანტიდასავლური გეზით.
ძალიან რთულია, 85%-ს მოსახლეობისას სხვანაირად უნდოდეს და შენ ეუბნებოდე, რომ არა, შეიცვალე აზრი. ასე, რომ ბუნებრივია ჩემთვის რეიტინგის არარსებობა.
ბუნებრივი იყო 2020 წელსაც, როდესაც მათ, ფაქტობრივად, მოიპარეს არჩევნები. მაშინაც მესმოდა, რომ რეიტინგი არ ჰქონდათ. ჩვენ თუ არ გავუშვით პრორუსული, პროპუტინისტური ხელისუფლება ისტორიის იმ ნაწილში, რომელიც მათ აირჩიეს, ანუ, წარსულში, ჩვენ თავადვე წავალთ წარსულისკენ”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
კომენტარები