ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი:
40 დღე გავიდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან, არც მოძალადეები არიან დასჯილები, არც შემკვეთები. მე პირადად პასუხი ყველაფერზე მივიღე.
როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ხალხი რომ ასეთ დღეში ჩააგდო. ქუჩაში თუ ტყვიას გადაურჩები, კოვიდი მოგკლავს, კოვიდს თუ გადაურჩი, ქუჩაში ჩაგქოლავენ. როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ხალხი ასე?
პრემიერი დადის და კალათბურთს თამაშობს, დღეს ნახეთ ხომ კადრები? მინუს 5-ს თამაშობს. დღეში 50 კუბო შედის და გამოდის სახლებიდან. ამაზე უარესი რა უნდა მიიღოს ამ ქვეყანამ?
კომენტარები