ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე, აქვეყნებს სქრინს და წერს:
“ნატოს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც შედის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, ოდითგან ბეჭდავს ასეთ ბროშურებს რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ.
ესე იგი რა გამოდის რომ რას აკეთებს ქვეყნის პრემიერ მინისტრი?”

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, 22 ივნისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა:
“ნატო-ს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ეს არის დამოკიდებული ნატო-ს ყველა წევრის კონსენსუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით.
რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში კარგად გვესმის, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპირებული ტერიტორიები, ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები.”
კომენტარები