რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს.
შეგახსენებთ, პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის რამდენიმე დღის წინ შეხვდა პრეზიდენტს. შეხვდა ასევე სხვა უამრავ ადამიანს ანზორ ერქომაშვილის პანაშვიდზე, მაგალითად.
იგივე დღეს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს – პირბადეების გარეშე.
კომენტარები