დღეს ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველს სიტყვა შეეშალა, რასაც სოციალურ ქსელში არაერთი ხუმრობა მოჰყვა უკვე.
ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე თქვა: “ანალოგიური რეკომენდაცია არის გაცემული კერძო სექტორისათვის, რომ მათ მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე გარდაცვალება.
პრემიერის მრჩეველს უნდოდა ეთქვა – გამოცხადება და სიტყვა შეეშალა.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის მრჩეველს არცთუ ისე სახალისო სიტყვა წამოსცდა, სოციალური ქსელის მომხმარებლები ამ ვიდეომ გაამხიარულა.
კომენტარები