პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა:
“მთავარი, რაზეც პრემიერმა ილაპარაკა იყო საგარეო მიმართულება. ამას თავისი ახსნა და საფუძველი აქვს, მაგრამ რეალურად წარსული, რომელზეც მან ილაპარაკა დღეს ხდება. დღეს გაიზარდა ის თაობა, რომელსაც შეხება არ ჰქონდა იმ წარსულთან, როდესაც ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან ქონება არაფრად არ ღირდა. ამაზე ილაპარაკა პრემიერმა და დღევანდელ დღეს რა გამოძახილი აქვს იმ წარსულიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვიხილეთ სულ ახლახან,
„ეს ოპოზიცია არ აპირებს არანაირ კონსოლიდირებას პოლიტიკურ ველზე. პირიქით, ამ საკითხთან დაკავშირებით შიში აქვს, რომ კონსოლიდირებამ, საქმიან ურთიერთობებზე გადასვლამ, არჩევნებისთვის მზადებამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს და დააზარალოს ეს ოპოზიციური ჯგუფი. გავეშებული, გააფთრებული შეტევა იქნება იმაზე, რომ როგორმე საქართველომ არ მიიღოს ის, რაც ეკუთვნის, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მიღწევების გათვალისწინებით, რაც საქართველოს ჰქონდა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
კომენტარები