საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “მთავარი არხის” გავრცელებულ სავარაუდო ფარული მიყურადების ჩანაწერებთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ იცის “რაზეა საუბარი”.
“სუს-ი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს. თქვენ რაზე საუბრობთ, არ ვიცი. თქვენ ხართ პოლიტიკური ტელევიზია… ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების მიმართ”, – თქვა ღარიბაშვილმა.
“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მის ხელში ჩავარდნილი ჩანაწერები “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.
ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ ტექსტების ავთენტურობას და ამბობენ, რომ ამგვარი დოკუმენტები, სადაც ასახულია სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, კონკრეტულ პირთა სექსუალური კავშირები, შეხვედრები და საუბრის თემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ მზადდება.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები