გუშინ ღამით, “ალიამ” გაავრცელა მწერალ ალექსანდრე პაიკიძის მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული “საქართველოს მთავრობის განკარგულება” (ფოტოები იხ. ქვემოთ) ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით დგინდება, რომ 15 მარტის განკარგულებით, უკვე გადავწყვიტეთ ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანა, მეტიც, შეთანხმებასაც მივაღწიეთ, მოვიწონეთ და ვალდებულებებიც ავიღეთ, ჩვენც და იმედია, ჩინურმა მხარემაც, ოღონდ… რა ვალდებულებები ავიღეთ, რა დეტალებია ხელშეკრულებაში ეს “კომერციული საიდუმლოებაა”.
“ალია” გუშინ ღამიდან მოყოლებული ცდილობდა დოკუმენტის ავთენტურობის დადგენას, განკარგულება არ გამოქვეყნებულა მთავრობის გვერდზე, მეტიც, მთავრობის გვერდზე, გრაფა – 2021 წლის განკარგულებები – სულაც ცარიელია.
“ალია” დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციასაც, რომელმაც საჯარო დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა საჯარო წესით მოითხოვა, მერე კი, სოციალურ გვერდზე ლაივი ჩართო და ფეისბუქიდან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ლაივ-ბრიფინგით, დაადასტურა ჩინეთიდან, ჩინური ვაქცინის შემოტანის ფაქტი.
ამირან გამყრელიძე:
“22 -26-ის კვირაში, ფაიზერის გარკვეულ, ლიმიტირებულ დოზებს ველოდებით, 29 000 დოზას, საუბარია, ასევე ინდოეთთან მოლაპარაკებებზე, ვნახოთ და დასრულდა მოლაპარაკება “სინოფარმთან”, ჩინურ ვაქცინასთან, რომლითაც ჩინეთის მოსახლეობაა აცრილი, მისი გარკვეული დოზების შემოტანასთან მიმართებაში.” (ვიდეო იხ. ქვემოთ)
“იმ მომენტში როდესაც საქართველოში რატომღაც მაინც მიდის საუბარი ჩინური ვაქცინის შემოტანაზე (კარგია რომ ჯერ რუსულზე არ ლაპარაკობენ აქტიურად) საინტერესოა ერთი მომენტი, ყველა აღნიშნავს იმ ფაქტს რომ იმ მომენტში როდესაც ეს ქვეყნები სხვას სთავაზობენ ვაქცინას, თავის ქვეყანაში ამ ვაქცინებით მოცვა ძალზედ დაბალია…არაფერს ვამბობ რომ არ არსებობს არანაირი სანდო დოკუმენტი რომელიც ამ ვაქცინების ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე იძლეოდეს სანდო ინფორმაციას.
ჩინეთში სადაც გამოიყენეს მკაცრი, მაგრამ ეფექტური საკარანტინო ზომები, რათა Sars-CoV-2 წარმატებით შეიკავავებინათ და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნებოდა პირველი ვაქცინების ავტორიზაცია გაიცა 2020 ივლისში და მიუხედავად ამისა ამ დროისთვის ქვეყნის მხოლოდ 4% არის ვაქცინირებული.”
კომენტარები