ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე, ტვ პირველთან, ამბობს:
“ეს არის ყველაზე ტრაგიკული, იმ ადამიანებს ვეღარ დავაბრუნებთ. ამ ერთი წლის განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი გარდაგვეცვალა ვიდრე აფხაზეთში ომის დროს. ომში ვართ და არ ესმის ეს ამ ხელისუფლებას.
ვიღაცამ ხომ მიიღო გადაწყვეტიოლება, რომ ღია სივრცეში ნიღაბი არ ვატაროთ, არ უნდა აგოს პასუხი? რისკები ვერ გათვალეს.
ძალიან ხშირად მესმის ფრაზა – გავამკაცროთ არსებული რეგულაციების აღსრულება. რას ნიშნავს ეს? – ან სრულდება, ან არ სრულდება.
თბილისის გარდა, მგონი, არავინ არსად ნიღაბს არ ატარებს.
როცა მოქალაქე ხედავს რომ ამხანაგი პრემიერი არღვევს ყველანაირ რეგულაციას, მაგიდასთან 6 კაცზე მეტი არ უნდა იჯდეს, მერე გავარდა და გაიკეთა ვაქცინა და კარგია, რომ გაიკეთა, მაგრამ იქაც დაარღვია წესი – 40 წუთი უნდა დაელოდოს ვაქცინაციის შემდეგ, მე თუ უნდა დაველოდო, ჩემი მეგობარი თუ უნდა დაელოდოს, რა ისეთი გადაუდებელი საქმეები ჰქონდა პრემიერს? მოსახლეობა ხედავს, მთავრობა არღვევს, მთავრობა, ის თუ არღვევს მეც დავარღვევ, რითი ვარ მასზე ნაკლები? – ფიქრობს ხალხი.
ქეიფი დანაშაულია ამ შემთხვევაში, დიახაც. ეს კონცერტები, არავითარი საჭიროება არ არსებობს, არ შეიძლება, ქვეყანა იღუპება და ადამიანები კვდებიან.”
კომენტარები