ქუთაისში მცხოვრები ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი, აქვეყნებს სქრინს და წერს:
“ბატონო პრემიერო, ვის დააჯერებთ, რომ ეს გულანთებული საზოგადოება ქუთაისიდან საკუთარი ფინანსებით და სურვილით გამოემართა რუსთავში აქციაზე პატიმარი სააკაშვილის საგინებლად.
ვიცით ჩვენ ქუთაისის საზოგადოების ყველა ფენის რესურსი და ეს ხალხი იქ თავისი ინიციატივით წამომსვლელი არ იყო.
ამით იცით რა გააკეთეთ?
გაანაწყენეთ მთელი ქუთაისი, თქვენ ხომ გამოისვით დანა კისერსში საარჩევნოდ, რადგან ჩვენი ქალაქის სახე ასეთი ნამდვილად არ არის. ეს ბიჭებიც ქალაქში საკმაოდ მშვიდად არიან, ბოლომდე დაუკარგეთ იერი, მთელი საქართველო აცინეთ მათზე, ქუთაისზე და საზოგადოება შოკში ჩააგდეთ.
ზოგჯერ მგონია ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ დამარცხდეთ, თითქოს მიზანმიმართულად მოქმედებთ, სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს.
მასიურად დაიდო ასეთი შინაარსის სტატუსები ამ ფაქტთან დაკავშირებით, ბოდიშის მოხდა მოგიწევთ აუცილებლად თითოეული ქუთაისელის და ამ დაგეშილი ახალგაზრდების წინაშეც”
ქუთაისიდან “ალიამ” კიდევ ერთი მოქალაქის კომენტარი მიიღო, მოქალაქემ გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვემჟღავნებინა და გვითხრა:
“ეს ადამიანები ყველანი ვიცით ვინ არიან, რანაირი წყნარები არიან იცით, ქუთაისში? რა გინება, ხმას არ უწევენ. ვიცით, რომელ ქუჩებზე და უბნებში დგანან… გაყუჩულები არიან ქალაქში, დაფაჩუნობენ თავისთვის, ხმას არ იღებენ, ესენი იყვნენ დარიგებულნი, რომ ასე უნდა მოქცეულიყვნენ, აგენს ვინ აყვირებს და აგინებინებს ქუთაისში, გადახსნიან შუაზე…”
კომენტარები