ჟურნალისტი, მანჩო გიორგობიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
პრემიერო გახარია
ქალაქისთავო Kakha Kaladze კახა კალაძე
დეპუტატებო – მაია ბითაძე -maia bitadze,
დავით სერგეენკო • David Sergeenko
Kakha Kakhishvili • კახა კახიშვილი
ნოდარ ტურძელაძე • Nodar Turdzeladze
Mikheil Kavelashvili / მიხეილ ყაველაშვილი
ყველას, ყველას, მოგმართავთ თხოვნით, როგორც სახალხო მრჩეველი ..
მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, საზოგადოებას ძალიან უჭირს ახალ-ახალი ერთჯერადი პირბადეების შეძენა, ან გინდაც მრავალჯერადის, რომელიც ირეცხება.
ამიტომ გთხოვთ, წინასაარჩევნოდ, ნუმერაციის დარიგებისას, ბარემ, მოსახლეობას დაურიგოთ პირბადეები, რომ ყველამ შეძლოს მოსვლა არჩევნებზე, პირბადეებს თუ ერთჯერად ხელთათმანებსაც მოაყოლებთ, მთლად უკეთესი! უაზრო სარეკლამო ფლაერების დარიგებას და ამაში ფულის ყრას, აჯობებს პირბადეებით მოამარაგოთ მოსახლეობა, უმჯობესია მრავალჯერადით!
თქვენი მხრიდან, ეს იქნება დიდი ყურადღების და მზრუნველობის გამოხატვა, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაში და ვირუსის გავრცელებასაც შეუშლის ხელს…
კომერციულადაც ბევრად მომგებიანია პირბადეების და ხელთათმანების დარიგება, ვიდრე მოუწესრიგებელი პირბადეებით ხალხის ბოდიალი და ვირუსის გავრცელების ბუდეების წარმოქმნა საარჩევნო ყუთებთან!
ვისაც გვაქვს და არ გვიჭირს ყიდვა, ისინი არ გამოგართმევთ და ვეცდებით ეკონომია გაგიკეთოთ
პატივისცემით, თქვენი მ, გიორგობიანი
(მეგობრებს, ვინც მეთანხმებით, ვთხოვ პოსტის გაზიარებას)”
კომენტარები