presa.ge-ს რედაქტორი, გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“1. კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, პრემიერობის კანდიდატს ასახელებს ის პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა აიღო.
2. შესაბამისად, კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, პრემიერობის კანდიდატს დაასახელებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც თუნდაც ბოლო რეიტინგების მიხედვით, სამჯერ მეტ ხმას იღებს არჩევნებში, ვიდრე მომდევნო ოპოზიციური პარტია.
3. ასე რომ, ბატონ ბაქრაძეს, არჩევნების შემდეგ, არჩევანის გაკეთება მოუწევს: რეჟიმსა და ხალხს შორის; რუსეთსა და ევროპას შორის; მოსკოვის კაცსა და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელს შორის.
4. მარტივად ვიტყვი: ბატონმა ბაქრაძემ უნდა გადაწყვიტოს ვის დაუჭერს მხარს – ქოცებს თუ კოალიციურ მთავრობას.
5. ვიმედოვნებ რომ მისი განცხადების მიუხედავად, რომელიც ჩემი აზრით, უფრო სუსტს აზიანებს, ვიდრე ძლიერს, ბატონი ბაქრაძე ისტორიის სწორ მხარეს დადგება.”
კომენტარები