covid 19-ის დასამარცხებლად პრეპარატი რემდესივერი იკვეთება.
დოქტორი ფაუჩის გუშინდელი განცხადების თანახმად, Gilead– ის კორონავირუსის წამლის კვლევის ადრეული შედეგები აჩვენებს მნიშვნელოვან დადებით ეფექტს, ფაუჩის ვარაუდით, რემდესივირს შეუძლია შეაფერხოს ვირუსი და აქვს მასზე ზემოქმედების უნარი.
დღემდე ჩატარებული ყველა კვლევა ამ მედიკამენტზე იძლევა მაღალ შედეგს.
დღეიდან ყველა კვლევა რომელიც მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, პლაცებოს ნაცვლად გამოიყენებს რემდესივირს.
პრეპარატი რემდესივერის შესახებ ფაუჩის განცხადებას ეხმაურება აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ბექა ბახტაძე.
„მინდა უფრო მკაფიოდ გამოვხატო და ხაზი გავუსვა დღევანდელ ახალ ამბებს რემდესივირზე, რადგან ორი კვლევის შედეგები გახდა ცნობილი (ერთი გამოიცა/მეორე დაანონსდა)
4/29/2020 გამოიცა კვლევა ჟურნალ ლანცეტში + ამერიკის მთავარმა ინფექციონისტმა ანტონი ფაუჩიმ გააკეთა მიმოხილვა მეორე კვლევის წინასწარი შედეგების შესახებ.
▪️იხილეთ ბმული ლანცენტში გამოცემული კვლევის: https://bit.ly/3bRJSKF
▪️მიმოხვილვა:
რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებული, მრვალ-ცენტრში მიმდინარე კვლევა. კვლევა ჩატარდა ჰუბეის პროვინცია, ჩინეთში და მოიცავდა 10 საავადმყოფოში მოთავსებულ 237 პაციენტს.
▪️შედეგი:
ამ კვლევის მიხედვით რემდესივირი არ არის ასოცირებული სტატისტიკურად მნიშვნელოვან დადებით ეფექტთან. თუმცა, მოხდა გამოჯანმრთელების დღების რაოდების შემცირების შემჩნევა იმ პაციენტებში რომელთაც მიიღეს რემდისივირი დაავადების ადრეულ ეტაპზე. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ეს დაკვირვება უნდა დადასტურებულ ან უარყოფილ იქნას უფრო დიდი მოცულობის კვლევით
ამის ერთგვარ ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს ანტონი ფაუჩის მიერ “დაანონსებული” წინასწარი კვლევის შედეგები რომელიც დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის (National Institutes of Health (NIH) ვებგვერდზე იდო მანამდეც, დევს ეხლაც და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს.
თუ გსურთ უფრო დეტალურად გაენოთ ისეთ მონაცემებს როგორიც არის :
▫️კვლევის დახასიათება
▫️კვლევის დიზაინი
▫️კვლევის დროს ჩატარებული ინტერვენცია
▫️პირველადი საბოლოო წერტილი (Primary Measures)
▫️მეორეადი საბოლოო წერტილი (Secondary Measures)
▫️კვლევაში ჩართვის კრიტერიუმები
კვლევის ჩატარების ადგილები
იხილეთ ბმული: https://clinicaltrials.gov/ct2/show/NCT04280705
მინდა ციტირება გავაკეთო, ანტონი ფაუჩი ამბობს ხაზ გასმით:
გამოჯანმრთელების დრო რემდესივირის ჯგუფში არის 11 დღე vs 15 დღე კონტროლის ჯგუფში
კომენტარები