„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„ამ სადღეგრძელოების მიღმა რეალურად იმალება პოლიტიკის ჩამოშლა. ისეთი დაკავებულია თვითიზოლაციაში მყოფი ღარიბაშვილი, რომ არ სცალია პრეზიდენტ ზელენსკის დაურეკოს, დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია? პრეზიდენტ ბაიდენს სცალია და ღარიბაშვილს არა? მართალია, გუშინ, მას შემდეგ რაც ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მწვავე განცხადება გააკეთა, როცა მთელი მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან ამ საკითხს, საქართველოს არ ჰქონდა გაკეთებული არც განცხადება, არც ზარი არ იყო გაკეთებული. ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადების და წარმოქმნილი ზეწოლის შედეგად და არა პროაქტიულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა თავის უკრაინელ კოლეგას დაურეკა. ეს ზარი იყო მხოლოდ რეაგირება იმ ლეგიტიმურ უკმაყოფილებასა და ზეწოლაზე, რაც წარმოიქმნა როგორც ჩვენს საზოგადოებაში, ასევე, საქართველოს მეგობრებს შორის.
აღსანიშნავია, რომ ეს ზარი არ განუხორციელებია პრემიერ-მინისტრს. ეტყობა პრემიერ-მინისტრის დონე არ არის ჩვენს რეგიონში მიმდინარე ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი. მაშინ როცა ამერიკის პრეზიდენტი ურეკავს უკრაინის პრეზიდენტს, ბატონ ღარიბაშვილს ეტყობა დრო არ აქვს, ძირითადად ივანიშვილთან ზარებით არის დაკავებული. ამასთან, რა თქმა უნდა, უნდა შევაჯამოთ და ეს მოვალეობის მოხდის მიზნით განხორციელებული ზარი, სადაც ჩვენ ვერ წავიკითხეთ, რომ ჩვენი ოკუპაციის აქტუალიზაციისთვის ყოფილიყო ეს ზარი გამოყენებული. ეს ვერ გადაფარავს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ეროზიისა და რუსეთის სასარგებლოდ გადახრის ყველაზე ნათელ მაგალითს.
მთელი ამ წლების განმავლობაში უკრაინაში ორმხრივ ფორმატში არ წასულა არცერთი პრემიერ-მინისტრი, არცერთხელ. იყო მხოლოდ გახარია გუამის ფორმატში, რაც არ ითვლება. გარდა ამისა, საქართველო და უკრაინა საერთაშორისო ასპარეზზე ერთ გუნდად არ გამოდიან. საქართველო ამ საკითხს არ იყენებს ჩვენი ოკუპაციის აქტუალიზაციისთვის“
კომენტარები