საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე, ამბობს:
“16–ში, ერთი საათით, მეტი არ არის საჭირო და არ შეგასუხებთ… 16 ივნისს გთავაზობთ რომ შევიკრიბოთ ყველა ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა. დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა, რიგითი მოქალაქე, მე, თქვენ და ნებისმიერი ან პოლიტიკური პარტიის წევრები ან ხელისუფლების წარმომადგენლები… მაგრამ ყველა მოვა, როგორც რიგითი მოქალაქე. იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები არც პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა შეუძლია – იმღეროს. დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის ევროპა. ჩვენ კი არ გვინდა ევროპაში, არ გვინდა იქ წასვლა არ გვინდა მეტი ჩვენი ემიგრანტების იქით წასვლა. ჩვენ გვინდა აქ ის ღირებულებები და ის ნაწილი ევროპის, რომელიც ჩვენთვის საჭირო და მისაღებია.”
“მოუწოდებს ერსაც და ბერსაც, რომ გავერთიანდეთ” – ზარქუა პრეზიდენტის ბრიფინგზე
კომენტარები