პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას – ადმინისტრაციის განცხადება

203 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ში დაგეგმილ შეხვედრებს აუქმებს და მოსახლეობისთვის მიმართვისთვის ემზადება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას. „საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ-ში. პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.