გააგრძელებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ბრძოლას პოლიტიკურ ასპარეზზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება – “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია “დღის ამბების” ეთერში აცხადებს, რომ პრეზიდენტი 2024 წლის არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს და პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორდება:
,,ჩემი აზრით, ერთადერთი რაც შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, პრეზიდენტმაც დაკარგა აზრი და პრეზიდენტთან ბრძოლამაც. ჩემი აზრით, პრეზიდენტი მიგორდება რამენაირად არჩევნებამდე და შემდეგ მშვიდ პენსიაზე გავა. მანამდე ეცდება, რომ შეალამაზოს მის მიერ გაკეთებული საქმეები და საზოგადოებას რაღაც უთხრას. მე არ მგონია, რომ ზედმეტი არაკორექტულობა ან ჩხუბი იყოს “ქოცების” ან პრეზიდენტის მხრიდან, რადგან აზრი დაკარგა ამ ყველაფერმა და ეს განწყობასაც ეტყობა, რომ არავის არ ახსოვს ახლა პრეზიდენტი აქ. ჩემი აზრით, პრეზიდენტი არასდროს არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ყოველთვის მის ინტერესებს ატარებდა და მგონია, რომ ეს ასე გაგრძელდება. რადგან ბიძინა ივანიშვილი თავად დაბრუნდა პოლიტიკაში, სალომე ზურაბიშვილს არსებობა აზრს კარგავს მასთან ბრძოლის კუთხითაც და მასზე დაყრდნობის კუთხითაც”
კომენტარები