“მთავარი არხის” ეთერში, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ამბობს:
“ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტი, რომელმაც ორივე მხარე უნდა შეარიგოს, ნაბიჯების გადადგმას ვერ ახერხებს.
მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა კიდევ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ ორი მხარის დასაახლოებლად. ის არის ადამიანი, რომელმაც ეს ნაბიჯები უნდა გადადგას.
შეკითხვას, გულისხმობს თუ არა სალომე ზურაბიშვილის კრიტიკისას სწორედ პოლიტპატიმრების არ გათავისუფლებას, იან კელი ასე პასუხობს:
“ჩემთვის ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ რადგან დრო მიდის და ევროკომისიამ დააყენა საათი და ის წიკწიკებს, პრიორიტეტი უნდა იყოს ორივე მხარის ერთმანეთთან დაახლოება რეკომენდაციების შესასრულებლად, ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამიტომ ერთობლივი მუშაობა უნდა მოხდეს, რა გზით, ვერ გეტყვით.
ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ , რომ პოლიტიკური პარტიები ქულების მოპოვებით უფრო არიან დაკავებულები. ამას მე ჩემს ქვეყანაშიც ვხედავ, მაგრამ როცა საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, აშშ-ში ერთ პოზიციაზე შეთანხმებას ვახერხებთ. სწორედ ასე მოხდა პანდემიის დროს.”
კომენტარები