აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საკუთარ ტვიტერის გვერდზე წერს :
“უკრაინაში დამატებითი რუსული სამხედრო ძალების შესახებ პუტინის მოწოდება ასახავს რუსეთის წვალებას ბრძოლის ველზე და ფაქტს, რომ პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის პოზიციიდან და არა ძლიერის.”
გუშინ, ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანება გასცა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ “ბირთვული შანტაჟის” გაგრძელების შემთხვევაში მოსკოვი მათ მთელი არსენალით უპასუხებს.
კომენტარები