საქართველოს პრეზიდენტი სახალხო დამცველს მიმართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადება ავრცელებს, სადაც წერს, რომ ომბუდსმენი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, არასოდეს რეაგირებს.
„საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობა საქართველოში თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ზედამხედველობაა.
თუმცა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ომბუდსმენმა თავი აარიდა რეაგირებას ქალი კანდიდატის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და თუნდაც მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, რომელიც შემდგომში სასამართლოს მიერ დადასტურდა.
აგრეთვე სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები