„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე:
ძმები კოენების გენიალური ფილმია “დიდი ლებოვსკი”, სადაც ფილმის გმირი მეგობრებს ეუბნება ასეთ ფრაზას: ტურნირის დედაც და თქვენი დედაცო! ეს მეგობარი გაბრაზებული წამოდგება მეორე მეგობარს ეუბნება: გაიგე რა თქვა ტურნირის დედაცო!!! წამოდი, ამასთან ლაპარაკს აზრი არა აქვსო:) დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაშიც, როდესაც პრეზიდენტმა მართლაც დაარღვია კონსტიტუცია და აუცრელი მოქალაქეებისთვის ფასიანი მკურნალობა მოითხოვა, მაშინ ხელისუფლებას არ უთქვამს კონსტიტუციას არღვევსო!სამაგიეროდ, ევროპაში ვიზიტები, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, თურმე ეგ კონსტიტუციის დარღვევა ყოფილა:) დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია? კი ბატონო დაარღვია, იმიტომ რომ ვიზიტები ხელისუფლებასთან უნდა შეეთანხმებინა, მაგრამ კონსტიტუციის დარღვევის მოტივი რა იყო? შემთხვევით იმის მხარდაჭერა ხომ არა, რაც ბ–ნმა კობახიძემ 2017 წელს კონსტიტუციაში ჩაწერა? ვგულისმხობ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რომლის ჩაწერის წინააღმდეგიც ვიყავი მაშინ, იმ კონკრეტული მიზეზით, რომ კონსტიტუცია გრძელვადიანი დოკუმენტია და მასში საგარეო კუსრის ჩაწერა არის სიბრიყვე!ამ კუთხით პრეზიდენტის დადანაშაულება იგივეა, მაგალითად ორსული მეუღლე სააავადმყოფოში სამშობიაროდ რომ მიგყავდეს, წითელზე გაიარო და პატრულმა გაგაჩეროს, ნახოს სიტუაცია და მაინც ჯარიმა დაგიწეროს! კანონი შეიქმნა ადამიანებისთვის და არა პირიქით! ასე რომ დიდი მნიშვნელობა აქვს კანონის დარღვევის მოტივს და მიზანს, თორემ იმპიჩმენტის პროცედურა მის წინააღმდეგ დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო… ან მისი პრეზიდენტად არჩევა როგორ შეიძლებოდა, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს რომ განაცხადა 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყოო…
კომენტარები