სალომე ზურაბიშვილი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ფიცის დადებას არ დაესწრება – „ტვ პირველის“ ცნობით, ამ გადაწყვეტილების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციას პრეზიდენტმა გუშინ, ღამე აცნობა.
როგორც „პირველი“ იუწყება, პრეზიდენტმა ბათუმში ჩასვლა „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირების გამო არ ისურვა.
„კანონის მიხედვით, არ წერია, რომ ეს არის სავალდებულო. პრეზიდენტი აპირებდა ჩამოსვლას. მე არ ვიცი, მიზეზი რა არის ნამდვილად ვერ გეტყვით, – ამბობს ერთ-ერთი მოსამართლე.
კომენტარები