“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი რადას მიერ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით შემუშავებულ პროექტს და საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისთვის მიმართვას ეხმაურება და ამბობს:
“თუ ხელისუფლებას რაიმე სურს ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილმა პირად ბოღმას სახელმწიფოს ინტერესები არ უნდა გადააყოლოს. პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირში არ ელოდებიან, კარგად უნდა გაიგონ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფალებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ევროპულ გზაზე და კანდიდატის სტატუსთან მიმართებაში,“ – ამბობს ხაბეიშვილი.
კომენტარები