პრეზიდენტის შეთავაზების შემდეგ, “გახარია – საქართველოსთვის” და “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლები ადმინისტრაციაში შეხვედრაზე მისვლის მზადყოფნას გამოთქვამენ.
“გახარია – საქართველოსთვის” წევრის, ბერდია სიჭინავას თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი იღებს სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას და 17 სექტემბერს, 15:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ შეხვედრაზე მივლენ.
“ჩვენი გუნდი ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპირობოდ მივა.” – წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია პრეზიდენტის შეთავაზებაზე თანხმობას “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლებიც აცხადებენ და ხვალიდენლ შეხვედრას ისინიც შეუერთდებიან. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ დაწერა:
“მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში “ძლიერი საქართველოს” როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას.
როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება, „ძლიერი საქართველო“ ამის დასტურია. დღეს დილით მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს. თუ, და, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს” – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში,,მთავარი არხი”
კომენტარები