ზაალ ანჯაფარიძე, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება და წერს:
“რატომ არ გააკრიტიკა ზელენსკიმ საქართველოს მთავრობა მის დღევანდელ გამოსვლაში, რისთვისაც ფაქტიურად შეკრიბა ნაც-ოპოზიციამ და მათმა სატელიტებმა დღევანდელი მიტინგი, რომ როგორც კი ეს მოხდებოდა, ეგრევე მუხტი აეწიათ და კიდევ ერთხელ ეცადათ ის რაც ამდენჯერ არ გამოუვიდათ?
ზუსტი მიზეზი არ ვიცი, არადა იყო სანდო ინფორმაცია რომ აპირებდა, თუმცა რატომ მოხდა ის რაც მოხდა, ვერაფერს ვიტყვი, არ მინდა მარჩიელობა.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მაქვს კითხვა. მან დღეს თავის განცხადებით საზოგადოება გახლიჩა, როდესაც მომიტინგეებს საქართველოს ღირსება უწოდა. და ვინც მიტინგზე არ მივიდა ისინი მისი აზრით ვინ არიან?”
“თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც წარმოადგენთ დღეს საქართველოს ღირსებას” – პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს
კომენტარები