პარტია “სოციალ-დემოკრატების” ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა:
“საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციიდან გამომდინარე საკუთარ ქმედებებში შეზღუდულია. აქვს საკუთარი ჩარჩო, თუ რისი უფლება აქვს მას. დღეს მისი მხრიდან გამოითქვა გარკვეული სახის უკმაყოფილება იმაზე, რომ ის გახლდათ ევროპაში და შეხვდა პრეზიდენტებს. უნდოდა პარლამენტს მოესმინა მისი მოგზაურობების შედეგები. ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს აღარ არის. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, მას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა.მას როგორც პრეზიდენტს, კონსტიტუციიდან გამომდინარე ამასთან შეხება არ აქვს. თუ ის ამ საკითხებით მიდის და აქვს გამოცდილება მაშინ პრეზიდენტი უნდა შეუთანხმდეს პარლამენტს. მიდის პრეზიდენტი, ისმევა საკითხები, სხვა ქვეყნის ხელისუფლება გარკვეულ კითხვებს სვამს, სთხოვს გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას, რაც მას არ შეუძლია. თუ სხვა დროს ის შეუთანხმდება მთავრობას, მაშინ უფრო ქმედითუნარიანი იქნება მისი ევროპაში, თუ ამერიკაში მოგზაურობები. ჩემთვის ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან მართებული.”
კომენტარები